22 აგვისტო 2019,   14:22
ვრცლად
ახალი დეტალები შეკვეთილში მოშიმშილეების აქციის დარბევის შესახებ, სადაც ივანიშვილის ოჯახის წევრები და მათი ახლობლები ფიგურირებენ

ახალი დეტალები შეკვეთილში მოშიმშილეების აქციის დარბევის შესახებ. ირკვევა, რომ ამ დარბევის ორგანიზატორები ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის შვილის, ემზარ ივანიშვილის მეგობრები და ცოლის ნათესავები იყვნენ. დარბევას ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე, კოტე ესებუა ხელმძღვანელობდა. ინფორმაციას ამის შესახებ presa.ge აქვეყნებს. ადგილობრივი ოპოზიციის წევრების განცხადებით კი ერთ-ერთი ზონდერი, რომელმაც შეკვეთილში მოშიმშილე ახალგაზრდებს შეურაცხყოფა მიაყენა და აქცია დაარბია, ადიკო ივანიშვილის შვილის ნათესავი, გვარად ძიძიგურია.

"აქციის დარბევას ხელმძღვანელობდა ლანჩხუთის პოლიციის უფროსის მოადგილე, კოტე ესებუა, რომელიც არის ადიკო ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი. ძიძიგური იყო ადიკო ივანიშვილის შვილის ნათესავი. ეს ადამიანები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით მოშიმშილეებთან ურთიერთობისას. ყველანაირად იკვეთება ის, რომ ივანიშვილის ორგანიზებით, მათი ბრძანებით იმის გამო რომ შეკვეთილში ჩასულიყო და ჩახუტებოდა ხეებს, რომლის გამოც გადათხარა ნახევარი საქართველო, მიუქსია ტიტუშკები მოშიმშილეებს და დაარბია,"-აცხადებს კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის (CIMG) დამფუძნებელი და დირექტორი, გიორგი კაპანაძე.

დღის ამბები