17 სექტემბერი 2019,   09:28
ვრცლად
ამ სიტყვებით ჟონგლიორობაში კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა - ხიდაშელი შს მინისტრზე

მინისტრმა იცრუა - ასე აფასებს ექსპერტთა ნაწილი გიორგი გახარიას მიერ ტვ „პირველის“ ეთერში გაკეთებულ განცხადებებს.

ანალიტიკოსთან აზრით, სიმართლის დასადგენად აუცილებელია გასაჯაროვდეს 20-21 ივნისს გაცემული ბრძანებები. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შს მინისტრს, სისხლიანი ღამის გამო სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„მტკნარ სიცრუეს ამბობს ყველა კომპონენტთან დაკავშირებით, 20 ივნისის ღამის დარბევას შეეხება. ასეთი ტყუილების თქმა, გვაძლევს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მარტო მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი და უფრო მძიმე, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს,“-ამბობს საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ბათუ ქუთელია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის შეფასებით, გიორგი გახარია შეეცადა საკუთარი ინეტრპრეტაციით მიეწოდებინა ინფორმაცია საზოგადოებისთვის, თუმცა მან კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა.

„თვითონ ხომ ამბობენ, რომ საქმე აღძრულია, მათ შორის პოლიციელების მიერ სავარაუდო ძალის გადამეტების შესახებ და გამოძიება გვაჩვენებს - ვთქვათ გამოძიებამ დაადგინა, რომ დანაშაული ჩადენილია, ორი ვერსია გვაქვს - პოლიციელი თვითნებობდა, პოლიციელი ბრძანების ფარგლებში მოქმედებდა. თუ ბრძანება არ გვაქვს ნანახი, ჩვენ ვერ ვადგენთ ვინ იმოქმედა დანაშაულებრივად. ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ საჯარო სივრცეში ყველა დაინტერესებულ ადამიანს უნდა გვქონდეს ეს ბრძანება.

მთავარი სიტყვა რა არის - მოგერიება. დღესაც ეს მან რამდენჯერმე გაიმეორა, თუ მოგერიებაა, დილის 6 საათზე და 7 საათზე რაც ხდებოდა, ეს აღარ არის მოგერიება. ამაზე გვპასუხობს, რომ შემდეგ დაიწყო ქალაქის რბევა, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ახალი ბრძანება უნდა გაეცა. აი ამ სიტყვებით ჟონგლიორობაში, უფრო მეტი შეცდომა დაუშვა, ვიდრე სასარგებლო თქვა,“-ამბობს თინა ხიდაშელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები