17 სექტემბერი 2019,   09:25
ვრცლად
კოალიციური მთავრობის შექმნით, ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება - ოპოზიცია 

კოალიციური მთავრობის შექმნით,  ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება- ასე აფასებს ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს ჩატარების შემდეგ, ქვეყანამ შესაძლოა კოალიციური მთავრობა მიიღოს.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, პროპორციული არჩევნები თავის მხრივ კოალიციურ მთავრობასაც გულისხმობს, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ასეთ მთავრობაში არ იქნება “ქართულ ოცნება” და მათ ოპოზიციაში გადანაცვლება მოუწევთ.

კოალიციური მთავრობის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, ბათუმში გააკეთა.

„ივანიშვილის რეჟიმს თუ ჰგონია, რომ პარლამენტში შეიყვანს სხვადასხვა წვრილ პარტიებს, პირდაპირ შემიძლია ვუთხრა, რომ მას ამის იმედი გაუცრუვდებათ, ვინაიდან ერთადერთი გზა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების და საქართველოს სხვა სივრცეში გადასვლის, ვგულისხმობ ევროატლანტიკურ სივრცეს, ეს არის პროდასავლური ძალების გამარჯვება არჩევნებში,“-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები