17 სექტემბერი 2019,   09:30
ვრცლად
„ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს სასამართლო დარბაზში " -გამოკითხვაზე დაბარებული ოპოზიციის ლიდერები შსს -ში არ მივლენ

ხატია დეკანოიძე, ბაჩუკი ქარდავა, გუბაზ სანიკიძე და ირაკლი ღლონტი შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ. ისინი გამოკითხვაზე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაიბარეს. საქმე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით დაწყებულ გამოძიებას ეხება. ოპოზიციის ლიდერები მზად არიან ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით საქალაქო სასამართლოში მისცენ.

„ყველა კითხვაზე გავცემ პასუხს სასამართლო დარბაზში მაგისტრანტ მოსამართლესთან თუმცა რა კითხვები უნდა ჰქონდეთ გუშინწინდელ გავრცელებულ კადრების შემდეგ, სადაც ოპოზიციის ლიდერები შედიოდნენ კორდონში როდესაც დაიწყეს მხუთავი გაზის სროლა და რეზინის ტყვიების სროლა. ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს რომ პოლიტიკური ზეწოლა განახორციელონ,“-განაცადა ხატია დეკანოიძემ.

ხელისუფლების ოპონენტები გამოკითხვაზე მათ დაბარებას ოპოზიციის განეიტრალების და პროცესებისგან იზოლირების მცდელობად აფასებენ. ხელისუფლების ოონენტები გახარიას უწყებას უნდობლობას უცხადებენ.

„ძალამ გამოიყენა გახარიას უწყებამ და ახლა გახარიამ უნდა გამოიძიოს რაღაც საქმე, რომელსაც აპირებენ შეკერონ და ფაქტიურად გამოიყენონ იმისათვის , რომ იქნებ რამენაირად სიტუაცია ჩააცხრონ. ვერაფერს ვერ შეკერავენ. იმიტომ რომ ამათ დიქტატურას აქვს კარიკატურული და სასაცილო სახე,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

გუბაზ სანიკიძე კი აცხადებს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში გამოკიხთვაზე დაბარება არ გაჰკვირვებია.

გადასერივია, ველოდებოდი ამას დიდი სასოებით. იმიტომ, რომ როცა ქვეყანას მართავენ მოღალატეები მაშინ პატრიოტები ციხეში უნდა ვიჯდეთ. ადამიანები რომლებიც ვცდილობდით როგორმე დაგვეშორიშორებინა ერთმანეთისთვის დაპირისპირებული მხარეები, არ მომხდარიყო უფრო მძიმე შედეგები, პირიქით ჩვენ გვაბრალებენ,“-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

გამოგონილ შეთქმულების თეორიად აფასებს დაწყებულ გამოძიებას ირაკლი ღლონტი.

„კი ბატონო, მივალთ და ვეტყვით, რომ ჩვენ, გავრილვს, პუტინს და პუტინის ხელდასმულ მონებს საქართველოში არ ვაბუინებთ. მზად ვარ ნებისმიერ კითხვაზე ვისაუბრო,“-განაცხადა ირაკლი ღლონტმა. 

ოპოზიციის ლიდერები შსს-ში 11 საათზე არიან დაბარებულები

დღის ამბები