22 აგვისტო 2019,   14:29
ვრცლად
კარგად ჩანს, როგორი ფარისევლური იყო ქუცნაშვილის მიმართ მანდატის შეწყვეტა - ელენე ხოშტარია სკანდალურ წერილს ეხმაურება

„ძალიან კარგად ჩანს, როგორი ფარისევლური იყო ქუცნაშვილის მიმართ მანდატის შეწყვეტა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ამ პოზიციების მატარებელია ზოგადად,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ გააკეთა.

ელენე ხოშტარია „კურიერის“ მიერ მოპოვებულ სკანდალურ წერილს ეხმაურება. ელჩების და სამინსიტროს მაღალჩინოსნების წერილიდან გავრილოვის, ქუცნაშვილის და მართლმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის საშიშ თამაშებზე ირკვევა.

ელჩები ამის შესახებ საქართველოს მთავრობას ჯერ კიდევ 2 წლის წინ აფრთხილებდნენ. თამარ გრძელიძე, საქართველოს ელჩი ვატიკანში, წერილში წერს, რომ ქუცნაშვილის გამოსვლები მართლმადიდებლურ ფორუმზე საშიშია და ქვეყნის ეროვნულ ინტერებს ურტყამს.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ აღნიშნული წერილი კიდევ ერთხელ ხსნის ბოლო დროს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რუსი დეპუტატი დაბრკოლების გარეშე შემოუშვეს ქვეყანაში. ხოშტარიას თქმით, სერგეი გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სკამში მოხვედრა არანაირი პროტოკოლური შეცდომა არ ყოფილა.

„გავრილოვის ამ სკამში მოხვედრა არ იყო შემთხვევითი, ეს იყო მიზანმიმართული არასწორი პოლიტიკის შედეგი და მთელი საუბარი, რომ რაღაც პროტოკოლის შეცდომა მოხდა, სინანული, არის ფარისევლობა იმიტომ, რომ მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, არა მარტო დღეებით ადრე გამოესწორებინათ და არ ჩამოეშვათ, როდესაც გაფრთხილება იყო, რომ არ ღირს ჩამოსვლა და შემოშვება ქვეყანაში, არამედ წლებით ადრე შეეძლოთ, რომ აღეკვეთათ, ზოგადად, ეს მიმართულება. ასევე, ძალიან კარგად ჩანს, როგორი ფარისევლური იყო ქუცნაშვილის მიმართ მანდატის შეწყვეტა, იმიტომ, რომ ეს ადამიანი ამ პოზიციების მატარებელია ზოგადად და რომ არა ასეთი მძლავრი პროტესტი, აბსოლუტურად, არანაირი პოზიციის შეცვლას არ აპირებდა და ძალიან კმაყოფილი იქნებოდა, იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ წევრები ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებდნენ ამ ურთიერთობებს, სადაც მათ ჰქონდათ კეთილსინდისიერი დიპლომატებისგან გაფრთხილება, რომ ეს არის კრემლის იარაღი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები