26 აგვისტო 2019,   12:26
ვრცლად
იაკობ გოგებაშვილის დედა ენა სკოლებში - ოპოზიცია და სპეციალისტები "ქართული ოცნების" პოპულიზმზე საუბრობენ  

"ქართული ოცნების" მორიგი პოპულიზმი - იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" სკოლაში დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ოპონენტებიც და განათლების სექტორის სპეციალისტებიც, კიდევ ერთ ტყუილს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ ეს სახელმძღვანელო სკოლებიდან არც არასოდეს გამქრალა. 

ოპოზიციაში, სპეციალისტების მსგავსად, ამბობენ, რომ ხელისუფლებამ მოიტყუა, რადგან გოგებაშვილის საფუძვლებით ენის სწავლება არც არასოდეს შეწყვეტილა. პოლიტიკოსები თვლიან, რომ დარედაქტირებული ვერსია იაკობ გოგებაშვილს, როგორც ავტორს, აღარ ეკუთვნის. სახელმძღვანელოების ბეჭდვა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ოპოზიცია ამ ფაქტს სახელმწიფო სახსრების ფლანგვად აფასებს.

ანტიგოგებაშვილური და რეგრესული ნაბიჯი, რომელსაც პოპულისტური მიზნები აქვს - ასე აფასებენ სპეციალისტები სამინსიტროს გადაწყვეტილებას. ამბობენ, რომ განათლების სამინისტროს დირექტივით საჯარო სკოლების სრული უმრავლესობა ახალ სასწავლო წელს რედაქტირებული იაკობ გოგებაშვილის "დედა ენით" დაიწყებს.

მნიშვნელობა არ აქვს, აირჩევენ თუ არა სკოლები იაკობ გოგებაშვილის დედა ენის 34-ე გამოცემას. წიგნი საჩუქრად სექტემბერში ყველა პირველ კლასელს გადაეცემა, მათ შორის მათაც, ვინც ამ სახელმძღვანელოთი სწავლებაზე უარს იტყვის.

იაკობ გოგებაშვილის 1912 წლის გამოცემა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუს ატარებს. დედა ენამ 2016 წელს ქართულ ანბანთან ერთად იუნესკოს აღიარება მოიპოვა.

დღის ამბები