26 აგვისტო 2019,   12:21
ვრცლად
მის სტაბილურობას რომ „დაერხა“, ხვდება ივანიშვილი და მის გვერდით ყველაზე ახლო მრჩევლები - არმაზ ახვლედიანი

„მის სტაბილურობას, რომ „დაერხა“ ხვდება თავად ივანიშვილი და მის გვერდით ყველაზე უფრო ახლო მრჩევლები,“ - ეს განცხადება პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, „დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, არმაზ ახვლედიანმა "არჩევანში" გააკეთა.

ახვლედიანის თქმით, ივანიშვილი აცნობიერებს, რომ ოპოზიციის ერთად დგომა მისთვის კარგის მომტანი არ არის.

„ივანიშვილის არჩევანი იყო და არის ასეთი, მოდი, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ვიყოთ სტაბილურად, მშვიდად, გარანტირებულად, რომ ამ ჩვენს ყოფნას არაფერი დაემუქრება. ახლა ის ხვდება, რომ ისეთი რყევა მიიღო მისმა ნავმა თუ გემმა, არ ვიცი, სადაშენებულმა, ხვდება, პირველ რიგში, ეს მან მკაფიოდ შეიტყო საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგის გამოცხადებისას,“ - განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, თუ ივანიშვილი გარანტიებს მიიღებს, რომ მის ოჯახს და ქონებას არავინ შეეხება, მაშინ ოლიგარქი ხელისუფლებას მშვიდობიანად გადააბარებს. არმაზ ახვლედიანის განცხადებით, ივანიშვილს ამ გეგმის განხორციელებაში არა მარტო შიდა, არამედ გარე, რუსული ფაქტორებიც აფერხებს.

„ივანიშვილი ამ არჩევანში დღეს თავისუფალი აღარ არის, უფრო სწორად აღარ არის დამოუკიდებელი. ორი ფაქტორია, ერთი, ქვეყნის შიგნით, იმდენ ადამიანთან აქვს მცირე, საშუალო თუ ოდნავ დიდი ვალდებულება მას და იმდენად გახდა ამ ვითარების მძევალი, რომ მას თუკი 2-3 წლის წინ გადაწყვეტილება უფრო ლაღად, თავისუფლად მიეღო, დღეს, მეჩვენება, რომ ეს ასე აღარ არის... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩვენთან არადემოკრატიული გარემო, რაც ასე შეინიღბა, ვითომ, დემოკრატიულობით, არის საუკეთესო, ნოყიერი ნიადაგი რუსული ინტერესებისთვის,“ - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ახვლედიანის თქმით, დასავლეთი კარგად ხვდება ივანიშვილის განზრახვებს. 

დღის ამბები