21 ოქტომბერი 2019,   17:52
ვრცლად
თავსაც ნუ დავიწყნარებთ... ივანიშვილი დემოკრატი არ არის და ასე მშვიდად ვერ შეელევა ხელისუფლებას - გიგი უგულავა

IRI-ის კვლევის შედეგებს, რომელიც 20 ივნისამდე ჩატარდა, „ევროპული საქართველო“ ეხმაურება. საუბარია კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის მხარდამჭერები ჯამში ბევრად აღემატებიან "ქართული ოცნების" მომხრეებს. ამავე კვლევებში პოლიტიკოსთა ათეულში ბიძინა ივანიშვილი ვერ მოხვდა.

გიგი უგულავა აცხადებს, რომ ხელისუფლების რეიტინგი ცალსახად მიუთითებს, რომ ოპოზიციას აქვს შანსი, დაამარცხოს ივანიშვილი. თუმცა, მისივე თქმით, ის შორს არის იმ აზრისგან, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი ხელისუფლებას მშვიდობიანი გზით გადააბარებს. გიგი უგულავას განცხადებით, ოპოზიციას შანსი აქვს, გაუშვას ივანიშვილი სახლში თუ ის მკაფიო გამარჯვებას მოიპოვებს. 

„ისეც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ჯერ დაუჭერელი დათვის ტყავს ვინაწილებთ, თავსაც ნუ დავიწყნარებთ. ივანიშვილის არანაირი დემოკრატი არ არის, ის არ არის პოლიტიკოსი და მე ყველაზე მეტად ეს მაშინებს. ვისაც შიში ჰქონდა 2012 წელში სააკაშვილის გადააბარებდა თუ არა ხელისუფლებას მშვიდობიანად, ეს შიშები გაქარწყლდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ივანიშვილის ამას ასე მშვიდად შეელევა. პირველ რიგში, ეს არის ქონება. ეს ადამიანი აპირებს აქ ცხოვრებას. წარმოუდგენია, რომ ესე უნდა იყოს როგორც არის. მისი წარმოდგენა და რეალობა აცდენილია. მაგრამ თუ იქნება მკაფიო გამარჯვება, ვერანაირი ივანიშვილი და რუსეთი მის უკან მდგომი ვერაფერს ვერ შეცვლის,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგი უგულავამ კოალიციურ მთავრობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თუ კი „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა კოალიცია „პატრიოტთა ალიანსთან“ მაშინ ქვეყნის საგარეო კურსი იქნება შეცვლილი უკვე დეკლარირებულად. გიგი უგულავა აცხადებს, რომ საზოგადოება ასეთ კოალიციას არ მიიღებს. 

დღის ამბები