21 ოქტომბერი 2019,   17:46
ვრცლად
არ ვიცი, დამნაშავეა თუ არა - დაკავებული სპეცრაზმელის ძმა

„არ ვიცი, ინტერვიუს ვერ მოგცემთ“ - დაკავებული სპეცრაზმელის ძმა „კურიერის“ შეკითხვას, დამნაშავეა თუ არა ლევან იმერლიშვილი, არ პასუხობს. ბრალდებულის ძმა ამბობს, რომ სპეცრაზმელი სამსახურებრივი საქმიანობის შესახებ სახლში არასოდეს საუბრობდა. აჩიკო იმერლიშვილის თქმით, არ აქვს ინფორმაცია მისი ძმის ბრალეულობის შესახებ.

„ყველა თავის დანაშაულზე პასუხს აგებს. როცა ინფორმაციის ხასიათზე ვიქნები, თუ საჭიროდ ჩავთვლი, თქვენი ნომერი დამიწერეთ, დაგირეკავთ,“ - განაცხადა იმერლიშვილის ძმამ, აჩიკო იმერლიშვილმა.

სპეცრაზმელ ლევან იმერლიშვილს საქალაქო სასამართლო აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სხდომას ბრალდებულის ახლობლები არ ესწრებოდნენ. 

სპეცრაზმელი, 20 ივნისის აქციაზე, იურისტ დავით ნიორაძეზე მომხდარი ჯგუფური ძალადობის საქმეზე დააკავეს.  ბრალდების მხარე მისთვის პატიმრობას ითხოვდა, დაცვა კი პოლიციელის 5 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

სპეცრაზმელის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 სექტემბერს ჩაინიშნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები