26 აგვისტო 2019,   12:26
ვრცლად
ლავროვის განცხადების დაკავშირება რაიმე სხვა პრობლემატიკასთან უსაფუძვლოა - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „რუსთავი 2-ის“ დასჯა მოითხოვა. ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ რუსეთის ოფიციალური წრეების მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და პათოსი ახალი არ არის.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა მზად მინისტრი ავიამიმოსვლის აღდგენის სანაცვლოდ საჯაროდ დაგმოს „რუსთავი 2“ და მისი სარედაქციო პოლიტიკა, ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ლავროვის განცხადების სხვა პრობლემებთან დაკავშირება. ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ტურისტების უსაფრთხოება დაცულია.

„ამ განცხადების პათოსი არაა ახალი, ზოგადად რუსეთის ოფიციალური წრეების წარმომადგენლები ყოველთვის აკეთებდნენ თავის განცხადებებში აქცენტს საქართველოში უსაფრთხოების თემებზე და რუსი ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობა - არარსებობის პრობლემებზე. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული დესტინაცია, იგი უსაფრთხოა ნებისმიერი ეროვნების ტურისტისთვის. თუკი რუსეთის მხარე ამ მოცემულობას დაინახავს და გაიზიარებს, ეს არის მისასალმებელი. რაც შეეხება ლავროვის განცხადების დაკავშირებას რაიმე სხვა პრობლემატიკასთან, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უსაფუძვლოა," - აღნიშნა თურნავამ. 

სერგეი ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას „რუსთავი 2“-ის დასჯას სთხოვს. ოფიციალურმა თბილისმა კრემლისგან ულტიმატუმი დღეს დილით მიიღო. რუსი დიპლომატის ე.წ. შავი სია „Аргументы и Факты“-მ გამოაქვეყნა. კრემლი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას სადამსჯელო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს და კონკრეტულად მიუთითებს, ვინ და რა მეთოდით უნდა დასაჯოს.

 

დღის ამბები