26 აგვისტო 2019,   12:30
ვრცლად
არჩევანი მარტივია, ან დასავლეთი ან რუსეთი - ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს აფასებს

არჩევანი მარტივია, ან დასავლეთი ან რუსეთი - ნიკა მელია ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ დღევანდელმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის სამშობლო რუსეთია. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის, რომ მისი მმართველობა დასრულებულია და ახლა გადარჩენას ცდილობს.

„დღეს ვიხილეთ უკიდურესად დაბნეული, შფოთვებისგან გაღიზიანებული და შეშინებული ოლიგარქი,რომელიც ხვდება რომ კარგავს ხელისუფლებას და ამ ფორმით ცდილობს ისედაც მცირერიცხოვანი აქტივისტების გამხნევებას. ივანიშვილი დღეს პირველად საჯაროდ გადაეფარა ჯალათ გახარიას, რითიც გაამართლა ჯალათი გახარიას მოქმედებები 20 ივნისს და დაადასტურა ირიბად, რომ მომიტინგეების დარბევის ბრძანება გასცა მან და სადამსჯელო ღონისძიებები იყო მასთან იყო შეთანხმებული.

დღეს მან თქვა, რომ მთელი შს სამინისტრო არის პოპულარული, თქვა ისიც, რომ სისტემა ერთ ადამიანზე დგას. როდესაც მან თქვა,რ ომ თუ არ იქნება გახარია შს სამინისტრო არ იარსებებს, ეს მეტი არ არის არაფერი თუ არა აღიარება,რომ სისტემა ჩამოყალიბებული ერთ ადამიანზე, გახარიაზე. 20 ივნისის შემდეგ "ქართული ოცნება" აღარ არის სუვერენული ქვეყნის ხელისუფლებას. „ქართული ოცნება“ წარმოადგენს საოკუპაციო ძალის ინტერესების გამტარებელ ხელისუფლებას,“- განაცხადა ნიკა მელიამ.  

დღის ამბები