21 ოქტომბერი 2019,   17:50
ვრცლად
"პოლიციელებმა და შს სამინისტრომ შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება" - გიორგი გახარია

სანამ გამოძიება და სასამართლო არ დაადგენს პოლიციელების გადაცდომას ისინი პოლიციელებად რჩებიან - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ შს მინისტრმა განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, 20 ივნისის ღამეს შს სამინისტრომ და პოლიციამ ქვეყანას სამოქალაქო დაპირისპირება აარიდა, რაც მისი შეფასებით, ყველაზე დიდი მიღწევაა. 

„პასუხისმგებლობა იქნება იმაზე, რომ პოლიციელებმა და შს სამინისტრომ შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება სამართლებრივი რეაგირება, მაგრამ მე ასევე უნდა აღვნიშნო, რომ სანამ პროკურატურისა და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები,"-ამბობს შს მინისტრი. 

შს მინისტრი 20 ივნისის აქციის დარბევის საქმეზე პროკურატურაში გამოიკითხა. გიორგი გახარიას თქმით, მან ყველა კითხვას უპასუხა და მზად არის გამოკითხვაზე იმდენჯერ მივიდეს რამდენჯერაც დაიბარებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები