26 აგვისტო 2019,   12:22
ვრცლად
კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მხოლოდ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პარტიებთან ვითანამშრომლებთ - კობახიძე

კოალიციური მთავრობა და თანამშრომლობა ოპოზიციასთან - ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, “ქართული ოცნების“ წევრებმა დააკონკრეტეს. მათ განაცხადეს, რომ “ქართული ოცნება“ არ ითანამშრომლებს არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც ამ პარტიის მოკავშირეებთან.

თუმცა მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ ვინ იგულისხმება „ქართული ოცნების“ სავარაუდო მოკავშირეების სიაში.

„ძალიან მაღალი ალბათობით ყალიბდება კოალიციური მთავრობა. კოალიციური მთავრობა შეიძლება ჩამოყალიბდეს ნებისმიერ ისეთ ძალასთან ერთად,რომელსაც აქვს სახელმწიფოებრივი აზროვნება, მიზნები და ამოცანები და ბუნებრივია, ამ მიდგომით ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა“-აცხადებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.

მმართველი პარტიის გენერალური მდივანი კი თვლის, რომ "ქართული ოცნება" 2020 წლის არჩევნებზე უმრავლესობით მოსვლას შეძლებს, თუმცა კახა კალაძე კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

„ჩვენ პარტიას იმის რესურსიც გააჩნია, რომ უმრავლესობით მოვიდეთ 2020 წლის პარლამენტში, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე,“-განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები