26 აგვისტო 2019,   12:22
ვრცლად
ივანიშვილის განსაკუთრებულ აგრესია ჟურნალისტების მიმართ - "აჭარის ტელევიზია" საგანგებო გაცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ აგრესია ჟურნალისტების მიმართ - "აჭარის ტელევიზია" საგანგებო გაცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „აჭარის ტელევიზია“ და რადიო მუშაობს მაღალპროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დაცვით.

„ამას ჩვენი აუდიტორიაც დადებითად აფასებს და სხვადასხვა შემფასებელი ორგანიზაციაც. ეს ჩვენი ვალდებულებაა საზოგადოების წინაშე, რაც კარგად აქვს გააზრებული მაუწყებლის ყველა თანამშრომელს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ასეთი დახასიათება და მისი შერაცხვა პარტიულ ტელევიზიად ემსახურება, ერთი მხრივ, მის დისკრედიტაციას, მეორე მხრივ კი, თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის გაუფასურებას, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო შეასუსტებს ისედაც არამდგრად დემოკრატიული განვითარების პროცესს საქართველოში.

""სად გაიზარდე შვილო, ეცით პატივი კოლეგას მაინც, კითხვაზე მაპასუხებინეთ ... ”დაწყნარდით ცოტა”, ”ნუ უზრდელობ” — ასეთი რეპლიკებით მიმართა პარტია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს, რომელიც ბიძინა ივანიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით კითხვებს უსვამდა” - წერია განცხადებაში.

დღის ამბები