17 სექტემბერი 2019,   09:23
ვრცლად
გააშიშვლეს და დნმ-ს ნიმუში ძალის გამოყენებით აიღეს - ადვოკატი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავების დეტალებზე საუბრობს

გააშიშვლეს და დნმ-ს ნიმუში ძალის გამოყენებით აიღეს - ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძის ადვოკატი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

კობა კოშაძე სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით კი ჩხრეკისას ავტომობილიდან მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

კოშაძეს გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. დაკავების შემდეგ პოლიციამ ჩხრეკა კოშაძის საცხოვრებელ სახლშიც ჩაატარა თუმცა სამართალდამცველებს სახლიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.

კოშაძის ინტერესების დამცველი დარწმუნებულია რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი ჩაუდეს და მისი დაკავება ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდება.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს ირაკლი ოქრუაშვილი. მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ”კურიერთან“ ინტრევიუში ჰყვება, რომ პირადი მცველის დაკავებას წინ უძღოდა ბიძინა ივანიშვილის მუქარა. ოქრუაშვილს რომელიც ახლა საფრანგეთში იმყოფებოდა დაურეკეს და უთხრეს რომ საქართველოში აღარ ჩამოსულიყო, წინააღმდეგ შემთვევაში მას დააკავებენ. გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ამბობს რომ გეგმებს არ ცვლის და ზეგ თბილისში ბრუნდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები