26 აგვისტო 2019,   12:29
ვრცლად
ივანიშვილი გახარიას, "ოცნების" დეპუტატები კი ლიდერს იცავენ - მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ ივანიშვილს ეძინა და დარბევის შესახებ მეორე დღეს გაიგო

შინაგან საქმეთა მინისტრი და „ქართული ოცნების“ წევრები მთელი დღეა ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 20 ივნისს პარლამენტის წინ აქციის დარბევის შესახებ მეორე დღეს შეიტყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 20 ივნისს აქციის დაშლის დროს შუაღამეს ის, ვერც ხაზზე იქნებოდა და ვერც მითითებებს გასცემდა.

ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს გიორგი გახარია დაიცვა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, შს მინისტრის გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა.  ჟურნალისტების მიერ კითხვის დასმამ ივანიშვილი გააღიზიანა. მედიის წარმომადგენლების მიერ შეკითხვის დასმა მას დღესაც უზრდელობა ჰგონია.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეაფასეს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის საყრდენია და ბიძინა ივანიშვილი მისი დაცვით ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს.

თავად გიორგი გახარია დღეს ამტკიცებდა, რომ 20 ივნისის ღამეს ქვეყანა სახელმწიფო გადატრიალების წინაშე იდგა, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ, ბიძინა ივანიშვილთან დაერეკა და ეთქვა, რომ პარლამენტის წინ სპეცრაზმს ხალხის დარბევის ბრძანება მისცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები