26 აგვისტო 2019,   12:25
ვრცლად
პროტესტის 28-ე დღე - ანტისაოკუპაციო აქციაზე წიგნის და მწერლების დღეა

პროტესტის 28-ვე დღე - ამჯერად ანტისაოკუპაციო აქციაზე წიგნის დღეა. სხვადასხვა გამომცემლებმა ადგილზე ოკუპაციის თემატიკაზე შექმნილი წიგნები მიიტანეს. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხის 20% აქციების შემდგომი დღეების ორგანიზებას მოხმარდება.

გარდა წიგნების გამოფენა-გაყიდვისა დღეს ტრიბუნა მწერლებმა და პოეტებმა დაიკავეს. მათი გამოსვლის ძირითადი ნაწილი, ქვეყნის ხელისუფლების პრორუსულ კურსს ეხებოდა.

ხელისგულზეა ის რომ ივანიშვილი პირადი თავის პრობლემებს აბამს საქართველოს. საქართველოს აბსოლუტურად განსხვავებული ბედისწერა აქვს და ივანიშვილს კი 90-იან წლებში გამდიდრებულს რუსეთში აბსოლუტურად სხვა ვალდებულებები აქვს პუტინთან. ამიტომ მიხედოს თავი ვალდებულებებს და საქართველოს კი მისცეს განვითარების საშუალება,“-განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მწერლების თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები და ის ფაქტიც, რომ გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა ნიშნავს, რომ "ოცნების" ხელისუფლება ქვეყანას რუსეთის გუბერნიად აღიქვამს.

გავრილოვის სკამზე დაჯდომა იყო საბოლოო წერტილი იმის, რომ ამ ქვეყანამ კურსი შეიცვალა და ის კვლავ აპირებს გახდეს რუსეთის გუბერნია და ზუსტად ეს არის მთავარი საკითხი, რაც დღეს ივანიშვილის ინტერვიუში გამოჩნდა. რაღაც სამშობლოს ღალატზე ლაპარაკობდა და არ ვიცი ახლა, რომელ სამშობლოს გულისხმობს. ალბათ თავის შპს-ს და რუსეთს,“-განაცხადა მწერალმა ქეთი დევდარიანმა.

აქციაზე სიტყვით გამოსვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გამომსვლელებმაც მწერლების მსგავსად, რუსულ ოკუპაციაზე და ხელისუფლების პროდასავლურ კურსზე ისაუბრეს.  

„მწყინს, რომ ახლა ჩვენი მთავრობა თუნდაც გვაპარებს მაინც იმას, რომ როდესმე შეიძლება, რომ ვიყოთ კარგად როცა ყველას გვაქვს ნანახი ანწუხელიძის კადრები. კადრები გმირის, რომელსაც აიძულებდნენ, აწამებდნენ რომ თავის დროშაზე დაეფურთხებინა. და ეს ადამიანი ამას შეეწირა. და ახლა ქართველი საზოგადოების რაღაც ნაწილი ისევ ამტკიცებს, რომ რუსეთთან რამენაირი მოლაპარაკების შემდეგ შეიძლება, რომ შევეგუოთ ამ კადრებს. მე არ შევეგუები და ვიცი რომ ჩემი თაობა არ შეეგუება. და თქვენ თუ გინდათ შეეგუეთ,“-განაცხადა ერთ-ერთმა სიტყვით გამომსვლელმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და გახარია უნდა წავიდეს. 

დღის ამბები