21 ოქტომბერი 2019,   18:00
ვრცლად
დარწმუნებული ვართ, რომ დარღვევა დადგინდება მინიმუმ მეექვსე მუხლის, ანუ სამართლიანი სასამართლოს, - გვარამია სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საუბრობს

სტრასბურგის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათი რჩება - თბილისის დროით ზუსტად 12:00 საათზე სტრასბურგის სასამართლო გამოაქვეყნებს დადგენილებას "რუსთავი 2"-ის საქმეზე. მმართველი გუნდი უკვე დიდი ხანია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ცდილობს საზოგადოებაში შექმნას მცდარი აზრი თითქოს დღეს "რუსთავი 2" დამარცხდება ევროპულ სასამართლოში და ის ქიბარ ხალვაშს გადაეცემა. თუმცა კომპანიის, ან წილის მიკუთვნების საკითხები სტრასბურგის კომპეტენციაში არ არის. მისი მთავარი მიზანია დაადგინოს დაირღვა თუ არა "რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელების უფლებები ქართულ სასამართლოებში. არხის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება კომპანიის სასარგებლოდ იქნება და "რუსთავი 2"-ის ყველა მხარდამჭერს, ამ დღის ერთად აღნიშვნისკენ მოუწოდებს.

"ჩვენ ვაპირებთ ზეიმს, არავინ რომ არ მოვატყუოთ. რა თქმა უნდა ჩვენ წინასწარ გადაწყვეტილება არ ვიცით, მაგრამ, სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ დარღვევა დადგინდება მინიმუმ მეექვსე მუხლის, ანუ სამართლიანი სასამართლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ავტომატურად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებისთანავე არის გაუქმებული და ის ვერანაირ იურიდიულ შედეგს ვერ გამოიტანს. ძალიან სასურველი იქნებოდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ გააგრძელოს დროებითი ღონისძიება და ჩვენს მთავრობას არ მისცეს შესაძლებლობა რომ ერთი, "რუსთავი 2" წაიღოს და მეორე, ჩაიდინოს დანაშაული იმიტომ, რომ ნებისმიერ ვითარებაში დარღვევადადგენილ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულება არის დანაშაული, კონსტიტუციის დარღვევა. მე არ მინდა რომ მთავრობა და იუსტიციის მინისტრი დამნაშავე გახდეს ერთის მხრივ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, ცუდი მიზეზი იქნებოდა ძალიან და მეორესმხრივ, რა თქმა უნდა არ მინდა, რომ "რუსთავი 2"-ს ამის გამო პრობლემები შეექმნეს, მართალია უკანონო, მაგრამ პრობლემები,"-აცხადებს ნიკა გვარამია.

დღის ამბები