26 აგვისტო 2019,   12:27
ვრცლად
მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ მოხდეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება - ლომჯარია სტრასბურგის გადაწყვეტილების შეფასებაზე საუბრობს

მხარეების მიერ სტრასბურგის ვერდიქტის ნაჩქარევი და არასწორი ინტერპრეტაციის თავიდან აცილების აუცილებლობაზე საუბრობს სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია ამ მხრივ განსაკუთრებით ხელისუფლებაზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კარგად გააზრება.

"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ მოხდეს ნაჩქარევი შეფასებების თუ გადაწყვეტილებების მიღება, მით უმეტეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავეცნოთ გადაწყვეტილებას და ცალსახად შევჯერდეთ ამ გადაწყვეტილების შინაარსზე და იმაზე, თუ რას ითხოვს და რას დაადგენს სასამართლო. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ინტერპრეტაციის სივრცე დატოვოს გადაწყვეტილებამ და იმისათვის, რომ ნაჩქარევი და არასწორი ნაბიჯები არ გადაიდგას განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული დრო არსებობდეს იმისათვის, რომ ყველა ობიექტური მხარე, კომპეტენტური, კვალიფიციური მხარე შეთანხმდეს, თუ რას გულისხმობს სასამართლო და რეალურად რა მუხლის დარღვევას დაადგენს, არ არ დაადგენს,"-აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები