26 აგვისტო 2019,   12:20
ვრცლად
"დურაკი ყოფილხარ," - ოქრუაშვილის მიმართვა ივანიშვილს და კავშირი მისი დაცვის წევრის დაკავებასა და "რუსთავი 2"-ს შორის

რა კავშირი აქვს "რუსთავი ორსა" და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის დაკავებას?
სწორედ ამ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

"თუ კოშაძის დაჭერა ჩემდამი გზავნილია, რომ გავჩერდე, უბრალოდ დურაკი ყოფილხარ.
სააკაშვილმა მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესაო დაიჭირა და ამით ჩემთან ვერაფერს მიაღწია. ერთი ჟანგიანი "მაკაროვის" ჩადებით ვერც მას გატეხ და ვერც მე შემაცვლევინებ აზრს. სხვა რამე გინდა აშკარად ...

"სამი წელია ჩემი და შენი "შნირის" (ადრე ჩემი იყო სამწუხაროდ) ხალვაშის დავა "რუსთავი 2"-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. მაგას არ დაგითმობ. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი. ერთი რამის გამო - ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის, სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ," - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

დღის ამბები