26 აგვისტო 2019,   12:24
ვრცლად
"ეს იარაღი ნამდვილად ჩადებული არის" – ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის დაკავებული წევრის ადვოკატი

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის დაკავებულ წევრს დღეს ბრალი ოფიციალურად წარედგინება.
დღესვე უნდა იყოს ამოღებულ იაღართან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა.
კობა კოშაძეს სამართალდამცველები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ადვოკატი კი ამტკიცებს, რომ მაკაროვი პოლიციამ ჩადო. კოშაძე პოლიციამ გუშინ დააპატიმრა, მოგვიანებით კი მისი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. დაკავებას წინ უძღოდა მუქარა ოქრუაშვილის მისამართით. თავდაცვის ექსმინისტრი ამტკიცებს, რომ მას ივანიშვილის შუამავალმა უთხრა, რომ საქართველოში დაბრუნებისთანავე დაიჭერდნენ.

"ეს იარაღი ნამდვილად ჩადებული არის, ეს ცალსახა არის. სულელი უნდა იყოს ადამიანი ესეთ სიტუაციაში და ასეთ დროს უკანონო იარაღით იაროს,"-აცხადებს კობა კოშაძის ადვოკატი, მამუკა ჭაბაშვილი. 

დღის ამბები