21 ოქტომბერი 2019,   17:58
ვრცლად
"კანონი რომ კანონობდეს, არც ბრალდების წარდგენას ჰქონდა საფუძველი,"-ვატო გელაშვილის ადვოკატი

გვიან საღამოს ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკავებულ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, მუხრან ფანგანს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოსაზრება - დაკავებულის მიმალვის საშიშროების შესახებ გაითვალისწინა.

დღეს კი ანალოგიური პროცესი, ვატო გელაშვილის საქმეზე გაიმართება. გამოძიება ამტკიცებს, რომ "შეაჩერე კორუფციის" თანადამფუძნებელი და მასთან ერთად კიდევ 3 პირი, ორგანიზებულად შტურმით ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას. დაცვის მხარე გირაოს შეთავაზებას გეგმავს.

"საქართველოში ბრალდების მხარეს აქვს მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა და სადაც პოლიტიკა ჩანს, ითხოვენ მხოლოდ პატიმრობას. კანონი რომ კანონობდეს, არც ბრალდების წარდგენას ჰქონდა საფუძველი და შესაბამისად აღკვეთის ღონისძიებაც ფუჭი იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა ალტერნატივის სახით შევთავაზებთ გირაოს და შევთავაზებთ გარკვეული კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, რომელიც ცალსახად გამორიცხავს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დამალვას, გაქცევას,"-ვატო გელაშვილის ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი.

დღის ამბები