26 აგვისტო 2019,   12:22
ვრცლად
რომც დამჭირდეს ევროსასამართლოში წასვლა, დავამტკიცებ, რომ ეს ადამიანი უდანაშაულოა - აქციის მონაწილის ადვოკატი

აქციის მონაწილეებს ნაწილს, რომლებიც გუშინ დააკავეს, ბრალი დღეს წარედგინება.
პროცედურის დაწყებას სოსო ბაჯელიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში, ლევან ჯიქური კი ღუდუშაურის კლინიკაში ელოდება. მისი გადაყვანა საავადმყოფოში იზოლატორიდან ჯანმრთელობის გაუარესების გამო გახდა საჭირო. რაც შეეხება ცოტნე ცოტნიაშვილს მას ბრალი, დაჩქარებული წესით უკვე წაუყენეს. დაკავებულებს პოლიციაზე ჯგუფურ ძალადობაში ადანაშაულებენ, რასაც არც ერთი მათგანი არ აღიარებს.

სავარაუდოდ, დღესვე სასამართლო აქციის დაშლისას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებული სპეცრაზმელის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.

"ხვალ, რომც დამჭირდეს ევროსასამართლოში წასვლა ფეხით, იქაც წავალ და დავამტკიცებ, რომ ეს ადამიანი უდანაშაულო პიროვნებაა,"-აცხადებს ცოტნე ცოტნიაშვილის ადვოკატი, ცოტნე ტყებუჩავა.

დღის ამბები