16 ოქტომბერი 2019,   07:47
ვრცლად
შიდა ქართლში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანი დაშავდა

შიდა ქართლში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არასრულწლოვანი დაშავდა.
კასპის რაიონის სოფელ მრგვალ ჭალაში მოზარდი გოგონა ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, როცა მას ჯიპის ტიპის მანქანა დაეჯახა. ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, გოგონა სერიოზულ დაზიანებებს გადაურჩა და ის მხოლოდ შოკურ მდგომარეობაში იყო. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ გზის ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევები ხშირია და შეზღუდვების დაწესებას ითხოვს.

დღის ამბები