26 აგვისტო 2019,   12:20
ვრცლად
„ყველა ძალიან კარგად ხვდება, სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა ივანიშვილმა და გახარიამ" - ოპოზიცია 20 ივნისის დარბევაზე საუბრობს

პოლიტიკურად მოტივირებული საქმე – ოპოზიციაში ამბობენ, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე ივანიშვილის ხელისუფლების რეჟიმი ჯოხის გადატეხვას მხოლოდ რიგით პოლიციელებზე ცდილობს. ხელისუფლების ოპონენტები აქციის დარბევის საქმეზე ყველა  დამნაშავის დასჯის აუცილებლობაზე საუბრობენ.

„ყველა ძალიან კარგად ხვდება,  სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა ივანიშვილმა და გახარიამ. პასუხი უნდა აგონ. ეს არის მცდელობა ოპოზიციაზე ზეწოლის, რაც კარგად გამოჩნდა, არის ის, რომ ივანიშვილის "ქართული ოცნება" არის მოშლილი,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი ამბობს, რომ 20 ივნისის ღამის დარბევის საქმის გამოძიება არსებული სამართალდამცავი უწყებების პირობებში ობიექტური ვერ იქნება.

„ტუ გვინდა რომ იყოს ეს საქმე სამართლებრივად გამართული ამას სჭირდება ის, რომ აბსოლუტურად მიუკერძოებელმა ადამიანებმა, ვისაც საზოგადოება ენდობა გამოიძიოს ობიექტურად,“-ამბობს ჭიაბერაშვილი.

უმრავლესობაში კი ამტკიცებენ, რომ გამოძიება აქტიურად და ოპერატიულად მიმდინარეობს. ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანოებს დღის წესრიგს დეპუტატები ვერ განუსაზღვრავენ.

„საგამოძიებო ტაქტიკის შერჩევას ვერავის ვუკარნახებთ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, მოვუწოდოთ ყველა უწყებას, რომ სრულად და დროულად წარმართოს გამოძიება. მივცეთ საგამოძიებო უწყებას მუშაობის შესაძლებლობა, დადონ კონკრეტული შედეგები დიდი დრო არ არის გასული,“-ამბობს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები