17 სექტემბერი 2019,   09:25
ვრცლად
ხმაური ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ეზოში - ადგილობრივებმა კომპანია “ლიდერ ბეთის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს

ხმაური ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის ეზოში - ადგილობრივებმა კომპანია “ლიდერ ბეთის“ მიერ დაგეგმილი მშენებლობა გააპროტესტეს. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციაზე "ლიდერ ბეთის" წარმომადგენელი მივიდა.  ის მოსახლეობას არწმუნებდა, რომ აღნიშნულ ადგილზე არა ტოტალიზატორი, არამედ ოფისის მშენებლობა იგეგმებოდა. მოსახლეობისთვის ეს პასუხიც მიუღებელი აღმოჩნდა. ისინი ამ ადგილას უკვე არსებული სკვერის შენარჩუნებას მოითხოვდნენ.

აქციაში მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ის სახეებიც, რომლებიც მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

დღის ამბები