26 აგვისტო 2019,   12:25
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, გამოქვეყნებულია - არხის იურიდიულ დეპარტამენტში გადაწყვეტილებას კითხულობენ

დროის ათვლა დასრულდა, სტრასბურგში უკვე ათი საათია, ევროსასამართლოს ვებ-გვერდზე გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით უკვე აიტვირთა. ყველა ახლა ამ გადაწყვეტილების გასაჯაროებას ელოდება.

"რუსთავი 2"-ის იურიდიული დეპარტამენტში ამ წუთებში სრული მობილიზაციაა. არხის იურისტებმა გადაწყვეტილების შესწავლა უკვე დაიწყეს.  რამდენიმე წუთში უკვე გვეცოდინება რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე.

ევროსასამართლო არ წყვეტს ვის ეკუთვნის "რუსთავი 2." დავის საგანი იყო, ისარგებლეს თუ არა არხმა და მისმა მფლობელებმა ქვეყნის შიგნით მიმდინარე სასამართლო განხილვების დროს სამართლიანი სასამართლოთი. ასევე "რუსთავი 2"-თან მიმართებაში დაირღვა თუ არა გამოხატვის თავისუფლება. 

დღის ამბები