16 ოქტომბერი 2019,   07:37
ვრცლად
ხელისუფლების ბოლო ფაზა - მურთაზ ზოდელავა "რუსთავი2"-ის საქმეზე 

„ეს არის ხელისუფლების ბოლო ფაზა,“ - ასე აფასებს, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, მურთაზ ზოდელავა „რუსთავი 2“-სა და ქვეყანაში მიმდინარე  მოვლენებთან დაკავშირებით.

მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად განაგებს ინსტიტუციებს.

ზოდელავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსულ დავალებას ასრულებს. მისივე თქმით, ივანიშვილს ვლადიმერ პუტინთან ვალდებულებები აქვს.

„ეს არის ხელისუფლების ბოლო ფაზა, სხვა არაფრით შეიძლება აიხსნას ამდენი პარადოქსალური მოვლენა, ამდენი შეცდომა, ამდენი ურთიერთსაწინააღმდეგო მოქმედებები, ვექტორი სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებით, ამდენი წინააღმდეგობა ერთმანეთს და ინსტიტუციებს შორის შიგნით, ამ ხარისხის ჩართულობა ივანიშვილის კონსტიტუციურ სისტემებში, ანუ იქ, სადაც მისი ადგილი არ არის და არანაირად არ უნდა არსებობდეს,“ - განაცხადა ზოდელავამ.

დღის ამბები