21 ოქტომბერი 2019,   17:57
ვრცლად
პაატა სალია "რუსთავი2"-ში იმყოფება

პაატა სალია "რუსთავი2"-ში იმყობა. სალია, რომელიც საჯარო რეესტმა რამდენიმე საათის წინ დაადასტურა სამაუწყებლო კომპნიის გენერალურ დირექტორად ამბობს, რომ კომპანიაში მოვიდა იმისთვის, რომ იმუშავოს. 


„მოვედი იმისთვის, რომ ვიმუშაოთ...პირველ რიგში, მინდა შევხვდე ხელმძღვანელობას, მენეჯმენტს კომპანიის ძირითადად, იმ თვალსაზრისით, რომ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა, ბიუჯეტთან ანგარიშსწორების ნაწილში, რაიმე შეფერხება რომ არ მოხდეს ამ დღეებში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა,“ - ამბობს სალია.

პაატა სალია ამბობს, რომ "რუსთავი2"-ში მომუშავე ჟურნალისტებს სრული თავისუფლება და სამუშაო პირობები ექნებათ. 

„თქვენ ჟურნალისტებს გაქვთ სრული თავისუფლება, მე არც ვკითხულობ, რას აპირებთ, რას აკეთებთ, მე არც ვერევი ამ ნაწილში, ჩვენ გვაინტერესებს, რომ კომპანიას რაიმე შეფერხება არ ჰქონდეს. მოგეხსენებათ, რომ დირექტორი შეცვლილია, შესაბამისად, ფუნქციები კომპანიაში მენეჯმენტმა უნდა განახორციელოს, უნდა მოხდეს ამის მისი შეუფერხებელი მუშაობა და ამის უზრუნველყოფა მინდა, რომ მოხდეს,“ - განაცხადა სალიამ.

რაც შეეხება, "რუსთავი 2"-ის პოზიციას, რომ იუსტიციის სამინისტრომ დაჩქარებული გადაწყვეტილება მიიღო, სალია ამბობს, რომ იუსტიციის სახლს აქვს მსგავსი მომსახურება და ამით კანონი არ დარღვეულა. 

„დაჩქარებული მომსახურება იუსტიციის სახლს აქვს, მოგეხსენებათ, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილება იურიდიულ პირებში ხდება იმავე სამუშაო დღეს ან მომავალ სამუშაო დღეს,“ - ამბობს სალია.

ამავე თემაზე
დღის ამბები