15 ნოემბერი 2019,   04:27
ვრცლად
„რუსთავი 2“-ის თანამშრომლების ერთსულოვნება - კომპანიის ყველა დეპარტამენტმა ქიბარ ხალვაშს ღია ეთერში უპასუხა

„რუსთავი 2“-ის პრაქტიკულად ყველა თანამშრომელი ერთსულოვანია. ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანიის გადაცემა ნიშნავს, „რუსთავი 2“-ზე ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დამყარებას, რაც კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკას შეცვლის და საქართველოში დემოკრატიას და ევროპულ ღირებულებებს დაასრულებს.

საინფორმაციო სამსახური და პოლიტიკური გადაცემები იყო პირველი, ვინც ქიბარ ხალვაშს ღია ეთერში უპასუხა. „კურიერის“, „პოსტსკრიპტუმის“, „არჩევანის“ და „აქცენტების“ რეპორტიორები, ოპერატორები, პროდიუსერები და ტექნიკურ ჯგუფი თვლის რომ, ხალვაშის სიტყვასა და დაპირებას არ ეთანხმება და არხის დასავლური ღირებულებებისა და სარედაქციო პოლიტიკის ხელშეუხებლობის გარანტი არსებული მენეჯმენტია.

„რუსთავი 2“-ის გუნდისთვის ქიბარ ხალვაში ბიძინა ივანიშვილს ნიშნავს, ივანიშვილის მმართველობის პირობების კი არავის სჯერა, რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელი და ისეთივე კრიტიკულ იქნება, როგორც ახლა. ისევ ისე იქნება ამ ეთერში ხალხის ხმა როგორც დღემდე - ასე ფიქრობს მთელი „რუსთავი 2“. 

ხელისუფლებას და "რუსთავი2"-ის ახალ მფლობელს უპასუხეს არხის ყველაზე ძველმა თანამშრომლებმა. გახმოვანების დეპარტამენტი ერთსულოვანია და თვლის, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება ქვეყანაში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებების დასრულებას ნიშნავს.

„რუსთავი 2“ - არხი დაბადებული გამარჯვებისთვის, არ იღებს და არ ეთანხმება არცერთ ცვლილებას, სანამ სტრასბურგის გადაწყვეტილება დიდ პალატაში არ გასაჩივრდება და არ გაცხადდება რეზონანსული საქმის საბოლოო ვერსია. 

დღის ამბები