16 ოქტომბერი 2019,   07:49
ვრცლად
ნიუ-იორკმა ბავშვების ხოხვის ყოველწლიურ ჩემპიონატს უმასპინძლა

ნიუ-იორკმა ბავშვების ხოხვის ყოველწლიურ ჩემპიონატს უმასპინძლა. შეჯიბრება მანჰეტენის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა. მასში მონაწილეობა სულ 31-მა პატარა კონკურსანტმა მიიღო.

წესების თანახმად, ბავშვების ასაკი 6 თვეს უნდა აღემატებოდეს და მათ თითქმის 4 მეტრის დისტანცია ხოხვით ყველაზე სწრაფად უნდა გაიარონ.

თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც შეჯიბრის დაწყების შემდეგ ადგილიდან საერთოდ არ დაძრულან.

ჩემპიონატში წელს წლისა და ორი თვის ბიჭუნამ გაიმარჯვა.

დღის ამბები