26 აგვისტო 2019,   12:31
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის მეპატრონე ქიბარ ხალვაში იყო აბსოლუტურად შემთხვევით და აბსოლუტურად ფორმალურად - ბიძინა ივანიშვილი

„რუსთავი 2"-ის მეპატრონე ქიბარ ხალვაში იყო აბსოლუტურად შემთხვევით და აბსოლუტურად ფორმალურად,“ - ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის შემდეგ, ირმა ინაშვილთან ინტერვიუში გააკეთა.

ივანიშვილი ამბობს, რომ ტელევიზია ქიბარ ხალვაშის არ ყოფილა, ის იყო ნომინალური მფლობელი და ერთად ამ თემაზე აუცილებლად ისაუბრებენ.

„რუსთავი 2"-ის მეპატრონე ქიბარ ხალვაში იყო აბსოლუტურად შემთხვევით და აბსოლუტურად ფორმალურად, მე ეს საკითხები ძალიან კარგად ვიცი და ოდესღაც ამაზე ვისაუბრებ, ახლა, რომ ეს თემა არ გადავიტანოთ. ნაწილი იცის მან, ნაწილი ვიცი მე და ჩვენ გაერთიანებულად ამას ვიტყვით,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილისვე თქმით, ის ხელისუფლებაში მოსვლამდე ქიბარის მიმართ სიმპატიებით იყო გამსჭვალული.

„მე ქიბარს არ ვიცნობ, თუმცა, ძალიან სიმპათიებით ვარ განსჭვალული მის მიმართ და მგონი, ურთიერთშორის გვაქვს ეს. სანამ მე პოლიტიკაში მოვედი, ჩვენ ვცვლიდით სიმპათიებს, თუმცაღა ერთმანეთი არასდროს არ გვინახავს,“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ქიბარ ხალვაში რომ ნომინალური მმართველი იყო, ამაზე ვრცლად ისაუბრა "შაბათის კურიერთან" ირაკლი ოქრუაშვილმაც. ის ამტკიცებს, რომ ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც აქვს. 

დღის ამბები