21 აგვისტო 2019,   08:15
ვრცლად
მსოფლიო დღეს მთვარეზე ადამიანის დაშვების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს

მსოფლიო დღეს მთვარეზე ადამიანის დაშვების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ზუსტად ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ადამიანმა დედამიწის თანამგზავრზე პირველად ფეხი დადგა.

ეს ისტორიული მისია "აპოლო 11"-ის ეკიპაჟმა შეასრულა. პირველი ადამიანები მთვარეზე ნილ არმსტრონგი და ბაზ ალდრინი იყვნენ. "აპოლო 11"-ის მისია კოსმოსის ათვისებისა და დედამიწის შესწავლის სფეროში მთავარ გარღვევად მიიჩნევა. ისტორიულ მოვლენას დღეს მსოფლიოს ყველა კუთხეში იხსენებენ.

50 წლის იუბილეს მიეძღვნა გამოფენები და სამეცნიერო კონფერენციები. ბაიკანურიდან კი კოსმოსში კიდევ ერთი მისია გაიგზავნა. "სოუზ ემ ეს -13 "უკვე მიუერთდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს. ხომალდმა საერთაშორისო სადგურზე რუსი, იტალიელი და ამერიკელი ასტრონავტები ჩაიყვანა.

დღის ამბები