21 აგვისტო 2019,   08:10
ვრცლად
სამარცხვინოა, როცა პარლამენტის წევრი სასამართლო ხელისუფლებას ბინძური ქმედების განხორციელებაში ადანაშაულებს - გვრიტიშვილი ბესელიას პასუხობს

„სამარცხვინოა, როცა პარლამენტის მოქმედი წევრი სასამართლო ხელისუფლებას ამგვარი ბინძური ქმედების განხორციელებაში ადანაშაულებს,“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა გააკეთა.

გვრიტიშვილი პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებებს ეხმაურება, რომელმაც არ გამორიცხა, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება, სავარაუდოდ, მოსამართლეთა კლანის წევრების და უმრავლესობის იმ დეპუტატებთან მიდის, ვისაც სასამართლო სისტემასთან მჭიდრო კავშირები აქვს.

დიმიტრი ცქიტიშვილი ეკა ბესელიას განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმები მიმდინარეობს.

„ვისაც რამე ან პოლიტიკური მიზნები აქვს ან რაიმე ინტერესი აქვს სასამართლოში გავლენის მოპოვების, ყველა ჩვენ გვესხმის თავს. სასამართლო ხელისუფლების ინტერესში არ შედის ამ ბინძური ფაქტის დაბრალება და ამაზე პასუხისმგებლობის აღება,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

დღის ამბები