17 სექტემბერი 2019,   09:30
ვრცლად
შინაარსი იყო იმ პროდუქტის მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ, მკვეთრად უარყოფითი - ნინო დანელია ხალვაშის განცხადებაზე

„რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს მასკომუნიკაციის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო დანელია ეხმაურება.

დანელიას თქმით, სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, ამას კი ქიბარ ხალვაშის მიერ გავრცელებული განცხადებაც ცხადყოფს.

„შინაარსი იყო იმ პროდუქტის მიმართ, რომელსაც თქვენ აკეთებთ, მკვეთრად უარყოფითი. პირველად იყო ასეთი განცხადება, მანამდე ჩვენ პაატა სალიასგან მსგავსი არაფერი არ მოგვისმენია, არც თავად ქიბარ ხალვაშისგან მსგავსი არაფერი მოგვისმენია. მან თქვა, რომ ამ დღეების განმავლობაში არხისგან ისმის ანტიევროპული განწყობები და თქვა, რომ კონკრეტული ჟურნალისტების თუ ვიღაც პირების ახირებებს და კაპრიზებს ემორჩილება მთელი გუნდი. რა თქმა უნდა, ეს არის პირდაპირი შეფასება შინაარსის, შინაარსის კრიტიკა და, რასაკვირველია, იმგვარი კრიტიკა, რომელიც მკვეთრად ნეგატიურია,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები