17 სექტემბერი 2019,   09:22
ვრცლად
"ამ ნერვების ომში თქვენ არ დაგიკარგავთ ღირსება... თქვენი სიმართლე და თქვენი ძალა უფრო საშიშია" - ლაშა ტუღუში

მათ შეუძლიათ, ყველაფერი აკეთონ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ -ასეთია ლაშა ტუღუშის პასუხი კითხვაზე თუ რა შეიძლება "რუსთავი 2-ის" ახალმა მფლობელმა მოიმოქმედოს იმისთვის, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალოს. ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი აცხადებს, რომ "რუსთავი 2-ს" აქამდეც შეუქმნეს ბევრი პრობლემა, მაგრამ ეს შემაფერხებელი ფაქტორი არასოდეს ყოფილა. ლაშა ტუღუშის თქმით, მუშაობა "რუსთავი 2-ის" გუნდმა ზუსტად ასევე უნდა გააგრძელოს.

„ძალიან კარგია, რომ ამ ნერვების ომში თქვენ არ დაგიკარგავთ ღირსება და აკეთებთ იმას, რასაც უნდა აკეთებდეთ. მე ძალიან ყურადღებით ვადევნებ თვალს "რუსთავი 2-ს". ისედაც ვუყურებდი, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მაინტერესებს, როგორი არის ეს პროდუქტი და ვთვლი, რომ ძალიან კარგია, სწორია, მართალია. თქვენ არ ერიდებით არაფერს. ასე უნდა იმუშაოთ. იმათ თავი უმტვრევიათ თუ ვინმეს ცუდი განზრახვა აქვთ. "რუსთავი 2" ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზმია იმიტომ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. თქვენ უნდა გაძლოთ, მე არ დავიწყებდი ძებნას, საიდან შეიძლება შემოგვიტიონ. მე მგონია, რომ თქვენი სიმართლე და თქვენი ძალა უფრო საშიშია, ვიდრე ვიღაცის დენის გადაჭრის მცდელობა,“ - განაცხადა ლაშა ტუღუშმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები