21 ოქტომბერი 2019,   17:53
ვრცლად
არ მიხუმრია, როდესაც ვთქვი, რომ რემონტის დაწყებაც კი შეიძლება იყოს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა - დანელია

„ჩვენ არ გვაქვს გამოცდილება იმისა, როგორ იბრძვის სარედაქციო გუნდი იმისთვის, რომ ეს ასე არ მოხდეს,“ - ეს განცხადება მასკომუნიკაციის დოქტორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ნინო დანელიამ გააკეთა.

ნინო დანელიას თქმით, „რუსთავი 2-ის" გუნდი პირველია, ვინც სამაუწყებლო კომპანიას არ თმობს.

„ეს ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ „რუსთავი 2“ არის მათი და ისინი ერთად ცდილობენ დაცვას იმისა, რაც არის მათი. ჩვენ ასეთი გამოცდილება არ გვაქვს იმიტომ, რომ „იმედზეც“ არ გვაქვს ასეთი გამოცდილება იმიტომ, რომ ჟურნალისტებმა მასობრივად დატოვეს იმიტომ, რომ მათ დაინახეს, რომ იქ მათ მუშაობის საშუალება უბრალოდ არ მიეცემოდათ. თქვენ მიიღეთ სხვა ტიპის გადაწყვეტილება,“ - ამბობს დანელია.

დანელია ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი ჟურნალისტის პირად პასუხისმგებლობაზე დამოკიდებული. ამასთან ერთად, დანელია ამბობს, რომ ფინანსური კრიზის შემთხვევაში, შეიძლება ჟურნალისტთა ნაწილმა ტონი შეარბილოს, ან დატოვოს სამაუწყებლო კომპანია.

„ერთადერთი ამბავი, რაც არის, არის ის, რომ პირველი დღისგან განსხვავებით, როდესაც ეს იყო ყველასთვის შოკისმომგვრელი მდგომარეობა, მესამე დღიდან თქვენ უფრო ყოჩაღად გამოიყურებით, გადაცემებსაც ეტყობა, აღარ არის კინკლაობა ეთერიდან, ნიშნის მოგებით საუბარი, თითქოს დაუბრუნდით თქვენს სტანდარტულ, ჩვეულ რეჟიმს, სადაც პროფესიულად აკეთებთ გადაცემებსაც, კითხვებსაც სვამთ,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.

დანელია ამბობს, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა სხვადასხვა ფორმით მოხდება და შეიძლება, ერთ-ერთი მიზანი სტუდიის დეკორაციის შეცვლა ან რემონტის დაწყება გახდეს.

"რაც არ უნდა ტექნიკური ჩანდეს გადაწყვეტილება, თუკი ეს თქვენთვის იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი, რომ აკეთეთ ის, რასაც აკეთებთ, ბუნებრივია, აქ არავის არ შეიძლება გაუჩნდეს ორი აზრი, ეს იქნება ფინანსური, მართლა არ მიხუმრია, როდესაც ვთქვი, რომ რემონტის დაწყებაც კი შეიძლება იყოს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა, თუკი ეს რემონტი თქვენ ხელს შეგიშლით გადაცემების კეთებაში," - განაცხადა დანელიამ.

"რუსთავი 2-ის" გუნდს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა ასევე, ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა.

"თქვენ მარტო არ ხართ, თქვენ ხართ ბევრნი და "რუსთავი 2" ერთი კაცის საკუთრება კი არ არის, ამ ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქის საკუთრებაა... "რუსთავი 2" სჭირდება ქვეყანას, იმიტომ, რომ მას მოაქვს ინფორმაცია, ის ეხმარება ქვეყანას," - ამბობს ტუღუში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები