08 ივლისი 2020,   12:25
ვრცლად
ცალსახაა, რომ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე - ნონა წოწორია ნიკა გვარამიას საქმეზე

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყებაში პოლიტიკურ ნიშნებს ხედავს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია. მისი განცხადებით, იმ პირებისთვის, ვინც პროცესებს გარედან აკვირდება, ნათელია, რომ პროცესი სრულიად პოლიტიკური შინაარსისაა.

"განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის, რომ მაშინაც კი როდესაც სამართლიანი სასამართლოს პროცედურები 100% არის დაცული შესაძლებელია, ადგილი ჰქონდეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, სწორედ იმის გამო, რომ ის მიზნად ისახავს გარკვეული პოლიტიკური მიზნების მიღწევას, მაგრამ სრულიად კატასტროფაა, როცა სამართლებრივი პროცედურებიც დარღვეულია, ანუ ადამიანების წინააღმდეგ დევნა იწყება იმ დანაშაულისთვის, რომელსაც შეიძლება რეალურად ადგილი არ ჰქონია,- ეს არის სრული კატასტროფა. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო აშკარა და ცალსახაა, რომ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე. გარე დამკვირვებლისთვის ძნელია არდანახვა იმისა, რომ რაღაც ისეთ პროცესებთან გვაქვს საქმე, რომლის საბოლოო შედეგი არის პოლიტიკური დღის წესრიგი," - აცხადებს ნონა წოწორია. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები