08 აპრილი 2020,   03:13
ვრცლად
ცხვირის ძგიდის საოპერაციოდ შეყვანილი პაციენტი გარდაიცვალა - ოჯახი კლინიკის ექიმებს გულგრილობაში ადანაშაულებს 

ცხვირის ძგიდის საოპერაციოდ შეყვანილი 40 წლის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ანესთეზიიდან რამდენიმე წუთში კრიტიკულად დამძიმდა. ირაკლი კობიაშვილს ტვინის შეშუპება დაეწყო და გული გაუჩერდა.

10 დღის განმავლობაში ის კომატოზურ მდგომარეობაში იყო, საბოლოოდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

კობიაშვილის მეუღლე მომხდარში ხუჯაძე-გოგინეიშვილის ყელ-ყურ ცხვირის კლინიკის ექიმებს ადანაშაულებს. ნინო გოგინაშვილი ამბობს, რომ გართულებების თაობაზე არ გააფრთხილეს და ოპერაციის დაწყებამდე მამაკაცს ანესთეზიის მედიკამენტზე სინჯი არ გაუკეთეს.

ხუჯაძე-გოგინეიშვილის კლინიკის ანესთეზიოლოგი ამბობს, რომ საერთაშორისო სტანდარტით სინჯის გაკეთება რეკომენდებული არ არის.

უნდა გაკეთებულიყო თუ არა მედიკამენტებზე სატესტო სინჯი ოპერაციამდე, ამ საკითხს ახლა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე უნდა გაარკვიოს, რატომ დასჭირდა კლინიკას 4 საათი იმისათვის, რომ მძიმე პაციენტი ერთი სართულით ქვემოთ რეანიმაციულ ბლოკში გადაეყვანათ.

იყო თუ არა ირაკლი კობიაშვილის გარდაცვალების მიზეზი ექიმთა გულგრილობა, ერთ თვეში გახდება ცნობილი.

დღის ამბები