08 აპრილი 2020,   03:25
ვრცლად
ოთახი „რუსთავი 2-ში“, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, „ჩცდ-ს“ გადასაღები მოედანი იყო - ნახეთ, სერიალის რომელ სცენებს იღებდნენ აქ

საქართველოს გენერალური პროკურატურა დღეს 7 საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს „რუსთავი 2-ის“ სათაო ოფისში ატარებდა. ოთახი №15, სადაც გამომძიებლები მუშაობდნენ, კომპანია "ინტემედია+"-ის სამუშაო სივრცე იყო, თუმცა უმეტესად ამ ოთახში ტელესერიალის ჩცდ სცენებს იღებდნენ. 

დღეს პროკურატურის წარმომადგენლებმა ოთახიდან წაიღეს დოკუმენტები და სეიფი, თუმცა როგორც კურიერისთვის ხდება ცნობილი, სავარაუდოდ, ეს სეიფი რეკვიზიტია, რომელსაც არა საბუთების შესანახად, არამედ ტელესერიალის სხვადასხვა სცენების გადაღებისთვის იყენებდნენ.

ოთახი №15, ჩცდ-ს მე-15 სეზონის, მე14 სერიაში გვხვდება, სადაც ნინო კასრაძის გმირი მაკა ანჯაფარიძე, ბადრი კოლიას თანაშემწეს ხვდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები