15 სექტემბერი 2019,   17:24
ვრცლად
5 დაღუპული და 15 დაშავებული - თურქეთში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

უბედური შემთხვევა თურქეთში - კანეკალეს პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 5 მგზავრი, 15 კი - დაშავდა. მაშველების ცნობით, დაღუპულებს შორის 2 ქალი და ერთი მცირწლოვანი ბავშვია.

ავტობუსი რეისს კანეკალედან ანკარის მიმართულებით ასრულებდა, ცენტრალურ მაგისტრალზე კი მოულოდნელად ცეცხლი მოედო. გამოძიების ცნობით, ცეცხლი ავტობუსის სალონში გაჩნდა, თუმცა რა გახდა ხანძრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები