15 სექტემბერი 2019,   17:22
ვრცლად
ეკოკატასტროფა არქტიკაში - ერთ დღეში გრენლანდიაზე 10 მილიარდი ტონა ყინული დადნა

ეკოლოგიური კატასტროფა არქტიკაში - მხოლოდ ერთ დღეში გრენლანდიაზე 10 მილიარდი ტონა ყინული დადნა. ეს 31 ივლისის მონაცემებია, რომელიც კინოდოკუმენტალისტმა 24 საათიანი დაკვირვებისას დააფიქსირა.

მეცნიერების განცხადებით, მყინვარებისა და აისბერგების რეკორდული დნობა გრელანდიაზე ივლისის თვეში განსაკუთრებულად შესამჩნევი გახდა.

გაეროს ინფორმაციით, გასულ თვეს გრენლანდიაში 160 მილიონი ტონა ყინული დადნა. უფრო კონკრეტულ ციფრებს დანიის მეტეოროლოგიური ინსტიტუტი ასაჯაროებს. სპეციალისტების ცნობით, ერთი თვის განმავლობაში გრელანდიიდან ატლანტის ოკეანეში 197 მილიარდი ტონა წყალი ჩაედინა, რაც საკმარისი რაოდენობაა იმისთვის, რომ მსოფლიო ოკეანეში წყლის დონემ ნახევარი მეტრით აიწიოს.

ეკოკატასტროფის მიზეზად მეცნიერები ანომალურ სიცხეს და ტყის ხანძრებს ასახელებენ. 

დღის ამბები