15 სექტემბერი 2019,   17:16
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" Facebook-ის ოფიციალური გვერდი გატეხეს" - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ფეისბუკის ოფიციალური გვერდი გატეხეს - ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ავრცელებს. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 

ეკა გიგაურის თქმით, ამ წუთებში მომხდარის დეტალების გარკვევას ცდილობენ. 

"მეგობრებო საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ფეისბუკის ოფიციალური გვერდი გატეხეს. ვცდილობთ გავაკრვიოთ დეტალები," - წერს გიგაური Facebook-ის პირად გვერდზე. 

დღის ამბები