15 სექტემბერი 2019,   17:19
ვრცლად
მოსკოვში დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

მოსკოვში დაკავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. უკვე ცნობილია 380-ზე მეტი დაკავებულის შესახებ, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც მიმდინარე აქციას და დაკავებებს აშუქებდნენ.

სამართალდამცველები ოპოზიციის ლიდერებსა და აქციის მონაწილეებს პირდაპირ ქუჩებში აკავებენ. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ლუბოვ სობოლი ძალოვანებმა მისივე შტაბთან დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.

ის ერთ-ერთია ოპოზიციის კანდიდატებიდან, ვინც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსკოვის საკრებულოს არჩევნებზე არ დაუშვა.

დღევანდელი აქციის მთავარი ლოზუნგიც სწორედ არჩევნებს უკავშირდება - "დავიბრუნოთ არჩევნების უფლება" - ამ შინაარსის შეძახილებით ხალხი საპროტესტო მსვლელობის გამართვას ცდილობს, თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ აძლევენ.


ფოტო - იულია მინეეა (Новая газета).

ამავე თემაზე
დღის ამბები