15 სექტემბერი 2019,   17:18
ვრცლად
„ფრეგოს“ სადგურებზე, რომლის დამფუძნებლები დააკავეს, საწვავის გაყიდვა შეჩერებულია

კომპანია „ფრეგოს“ სადგურებზე, რომლის დამფუძნებლები დააკავეს, საწვავის გაყიდვა შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას "ფრეგოს" ავრცელებს. 

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ობიექტური მიზეზების გამო შეფერხებულია საწვავის გაცემა ავტოგასამართ სადგურებზე და ვერ ხერხდება საწვავის მიწოდება/რეალიზაცია. 

"კომპანია „ფრეგო“ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს, რათა დროულად მოხდეს არსებულ სიტუაციაში გარკვევა და შეფერხების აღმოფხვრა. არსებულ მდგომარეობაში გარკვევისთანავე, „ფრეგო“ მზად არის გააგრძელოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა," - აღნიშნულია განცხადებაში. 

„ფრეგოს“ დამფუძნებლებს, გიორგი თოფჩიშვილს და ვლადიმერ ყველაშვილს, წინასწარი პატიმრობა ორშაბათს შეუფარდეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს, თუმცა ხელისუფლებამ მათი დაკავების ამბავი დამალა. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია „კურიერმა“ გაახმაურა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძულებული გახდა, ფაქტი დაედასტურებინა და განცხადება გაევრცელებინა. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და დუმილის უფლებას იყენებენ. 

დღის ამბები