15 სექტემბერი 2019,   17:16
ვრცლად
"გავრილოვის პატიმრები" - სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდი გაჩნდება  

20 ივნისის აქციაზე დაკავებულები მოქალაქეების ოჯახის წევრები, დღეს რუსთაველის გამზირზე ანტისაოკუპაციო აქციაზე შეიკრიბნენ. ახალგაზრდები უკვე 45-ე დღეა, ხელისუფლებას უმეორებენ, რომ სირცხვილია გავრილოვის ღამის ავტორის, გიორგი გახარიას მინისტრობა და ის თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„45-ე დღეა, რუსთაველზე, ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არ დავნებდებით, არ გაგივათ და გამძლეობაში ვერ მოგვერევით. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი შევძლებთ დღეს აქ ყოფნა, არ დავნებდებით ჩვენი ნიჭით, ჩვენი იდეებით. ამ ადამიანების ნათქვამი, ნაბრძოლი, გაკეთებული, შედის პირდაპირ გულში და ბიძინა ივანიშვილს აქვს მხოლოდ ტომარა, რაღაცა სუს-ი და უბედურება და გარდაუვალია, რომ ჩვენ ამას მოვუგებთ. მთავარია, რომ გვჯეროდეს ამ ჩვენი ძალების,“ - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ელენე ხოშტარიამ.

დღევანდელ აქციაზე ცნობილი გახდა, რომ ხვალ დილიდან სოციალურ ქსელში გაჩნდება სპეციალური გვერდი - "გავრილოვის პატიმრები", სადაც დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია განთავსდება.

„ყველას მინდა, მოვუწოდო, რომ მოგვაწოდონ მაქსიმალური ინფორმაცია თავიანთი დაზარალებულების შესახებ... მე ვიცი კიდევ, მინიმუმ, ორი ადამიანი, ვინც დაბარებულია პროკურატურაში, მათი უფლების გარეშე მათ კონკრეტულ სახელებს ვერ დავასახელებ, მაგრამ მინდა, მოვუწოდო მათ, გახსნილობა და მხილება არის ყველაზე უფრო სერიოზული იარაღი. ნუ შეეშინდებათ თქვან, რომ პროკურატურა იბარებს და რომ მათზე რეპრესიული მანქანა მუშაობს,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი აქტივისტი.

ამავე თემაზე
დღის ამბები