08 აპრილი 2020,   02:58
ვრცლად
სასულიერო პირების მოთხოვნა - ელექტრონული მუსიკის ფესტივალი პეტრას ციხეზე აღარ ჩატარდება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი შესაძლოა ფიჭვნარში ჩატარდეს. ადგილი ორგანიზატორებს ქობულეთის მერიამ შესთავაზა.

ფესტივალის დამფუძნებელმა ტერიტორია უკვე დაათვალიერა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

თავდაპირველად ფესტივალი პეტრას ციხეზე უნდა ჩატარებულიყო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შესაბამისი თანხმობა გაცემული ჰქონდა, თუმცა ორგანიზატორების განმარტებით ადგილის შეცვლის მიზეზი სასულიერო პირებისა და მათ მიერ ანგაჟირებული მოსახლეობის პროტესტია.

მათი თქმით, მიიღეს კოლექტიური წერილი, საერთო მოთხოვნით, არ ჩატარდეს ე.წ "კაზანტიპი" პეტრას ციხის ტერიტორიაზე. 

დღის ამბები