08 აპრილი 2020,   03:21
ვრცლად
5 გაქურდული ავტომობილი ერთ ღამეში - მარნეულში მოქალაქეებს ავტომობილები გატეხილი დახვდათ 

ქურდობის რამდენიმე შემთხვევა მარნეულში - შემთხვევა ერთ-ერთ უბანში მოხდა. კორპუსის მცხოვრებლებს დილით საკუთარი ავტომობილები გაქურდული დახვდათ.

ადგილობრივების ცნობით, ხუთამდე ავტომობილიდან წაღებულია მაგნიტოფონები და პირადი ნივთები. მათი თქმით, რაიონში ძარცვის შემთხვევები გახშირებულია.

მომხდარზე სამართალდამცავებს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

დღის ამბები