12 დეკემბერი 2019,   05:07
ვრცლად
გაფიცვის მეოთხე დღე - სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები ხელფასების გაზრდას ითხოვენ

მეოთხე დღეა, ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე დასაქმებულები გაფიცულები არიან. 60 თანამშრომელი ხელფასის 50%-ით მომატებას, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, შვებულების და ბიულეტენით სარგებლობას უფლებას ითხოვს.

მუშები პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად კომპანია "ჩინეთის რკინიგზა 23-ე ბიუროს" წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდებიან და მოთხოვნებს აცნობენ.

მუშები შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ პრობლემებზეც საუბრობენ. მათი თქმით, სამუშაოები არ განახლდება, მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ობიექტის მშენებლობაზე დასაქმებულები 2013 წელსაც გაიფიცნენ იგივე მოთხოვნით, თუმცა მაშინ მათი მოთხოვნები საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორ კომპანიას არ დაუკმაყოფილებია.

დღის ამბები