23 იანვარი 2020,   09:06
ვრცლად
ლარის რეკორდული გაუფასურება - ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ფინანსურ მაქინაციებს არ გამორიცხავს 

ლარის უპრეცენდენტო გაუფასურება ექსპერტებს საეჭვოდ ეჩვენებათ. პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომლიც თანახმადაც ეროვნული ვალუტის გაუფასურება ტურისტულმა ემბარგომ გამოიწვია, ბავშვურს უწოდებს. ექსპერტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მთავრობის ზოგიერთი წევრი ფულად მაქინაციებს ახორციელებდა.

„ერთის მხრივ აბრალებდე ოპოზიციას მოვლენებს, რომელიც როგორც ირკვევა არ მომხდარა, ანუ ტურისტული ნაკადი არ შემცირებულა და ამით რომ პასუხისმგებლობას იხსნიდე, ასეთი რაღაცის გაკეთება ზრდასრულ ადამიანს არ შეუძლია, მხოლოდ ბავშვს შეუძლია ასეთი ტყუილის თქმა. დაახლოებით იმას ჰგავს მურაბით რომ გვაქვს პირი მოთხვრილი და დედას რომ უმტკიცებ, რომ მურაბა არ გიჭამია. დაახლოებით იგივე პროცესთან ხომ არ გვქონდა საქმე, რომ ვიღაცას ძალიან შეეშინდა და დაიწყო ფულის გადახურდავება ვალუტაში და უცხოეთში გატანა.   ბიძინა ივანიშვილს ამის პრობლემა ნაკლებად აქვს, პატარა ბოსები ქვეყანაში უკვე არიან, რომლებიც შესაძლოა ასე მოქმედებდნენ,“- განაცხადა ხუხაშვილმა.

ტურისტულმა დეპარტამენტმა დღეს სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ივლისის თვეში ტურისტების რაოდენობა საქართველოში ერთი პროცენტით არის გაზრდილი. აღნიშნულმა ინფორმაციამ თავდაყირა დააყენა ხელისუფლების მოსაზრება, თითქოს ლარის რეკორდული გაუფასურება ტურისტული  ემბარგოთი იყო ამოწვეული

ამავე თემაზე
დღის ამბები